“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” – საერთაშორისო ფასების გავლენა ქართულ ბაზარზე

“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” – საერთაშორისო ფასების გავლენა ქართულ ბაზარზე

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 3 030 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელში თითქმის 40%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.

გლობალურად ოქროს გაძვირება უკვე აისახება ქართულ ბაზარზეც. როგორც თბილისში, ოქროს ბირჟაზე აცხადებენ, მაღალი სინჯის, 1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ღირებულება უკვე 270 ლარიანი ნიშნულის ფარგლებში მერყეობს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაახლოებით 30-40 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

„როდესაც საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება, ეს საქართველოს ბაზარზეც აისახება. უნციას ფასი დღეის მდგომარეობით 3000 დოლარს აჭარბებს. საქართველოში ბაჯაღლო ოქროს ფასი უკვე 270 ლარს აღწევს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია“, – განაცხადა BMG-სთან ოქროს შემფასებელ-ექსპერტმა გულიკო მორჩილაძემ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოქროს გაძვირების ფონზე, მყიდველების რაოდენობა შემცირდა. ადგილობრივ ბაზარზე ელიან, რომ ძვირფასი ლითონის ფასი კიდევ გაიზრდება.

„მსოფლიო ბირჟაზე ბოლო პერიოდში ოქროს ფასი სწრაფად იზრდება და ეს ჩვენს ბაზარზეც აისახება. როდესაც ასე ძვირდება ოქრო, მოსახლეობას უჭირს ნაკეთობების ყიდვა და საბანკო ან შიდა განვადებითაც სარგებლობენ ხოლმე.

1 გ იტალიური ოქროს ფასი 200-220 ლარი გახდა, ბრენდული ნაკეთობები უფრო ძვირია და გაცდა 300 ლარსაც. ბოლო დღეების განმავლობაშია საერთაშორისო ბირჟაზე ფასმა კიდევ აიწია და ჩვენთანაც ველოდებით, რომ ეტაპობრივად გაძვირდება“, – ამბობს BMG-სთან Gold Market-ის დირექტორი, ნანა ფიფია.

ცნობისთვის, ოქროსთან ერთად საერთაშორისო ბირჟაზე იზრდება ვერცხლის ფასიც. ამ ეტაპზე ვერცხლი 34 დოლარად ივაჭრება, რაც წლიურად 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

თებერვალში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾978 მილიონით შემცირდა

თებერვალში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾978 მილიონით შემცირდა

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის თებერვლის დეპოზიტების სტატისტიკა წარუდგინეს, საიდანაც ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში დეპოზიტების პორტფელი 978 მილიონი…
შედეგები ანულირებულია – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები ხელახლა გამოცხადდება

შედეგები ანულირებულია – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები ხელახლა გამოცხადდება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები 2026 წელს თავიდან გამოცხადდება – ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, უკვე არსებული ხელშეკრულებები შეწყდა.…
დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის მერია ფასების გამოკვლევას ატარებს

დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის მერია ფასების…

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბის” მიმართულებით 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს. პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას…